ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესშია, - ამის შესახებ ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან აწარმოებს.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ჩვენ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების შუა პროცესში ვართ. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს არა ნეთანიაჰუსთან, არამედ ჩემს კოლეგებთან კატარიდან და ეგვიპტიდან",- აღნიშნა ბაიდენმა.
აღნიშნული განცხადება ბაიდენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მონაწილეობენ ისრაელსა და “ჰამასს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მძევლების გათავისუფლების საკითხზე.
მხარეებმა განიხილეს ძალისხმევა დარჩენილი ტყვეების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მძევლებთან დაკავშირებით შეთანხმების უზრუნველსაყოფად საკმარის ძალისხმევას არ დებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press