Foto

ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები - ფედოროვი

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 2 ადამიანი, 2 კი დაშავდა, - ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი Telegram-ზე წერს.

ფედოროვის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 8 წლის ბავშვია.

"სამწუხაროდ, დაიღუპა 2 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბიჭი. დაჭრილია კიდევ 2, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ამჟამად რეანიმაციაშია", - წერს ფედოროვი.

აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მრავალსართულიანი შენობები დააზიანა.