უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში ჩასვლის ნებართვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად.
როგორც უკრაინის საგარეოს პრესსპიკერმა, ჰეორჰი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ზე აღნიშნა, მონღოლეთის აღნიშნული გადაწყვეტილება “არის მძიმე დარტყმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემისთვის“.
“მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვება“,- აღნიშნა ტიხიმ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press