Foto

უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 27 ჩამოვაგდეთ

3 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 3 “ისკანდერ-მ/კნ-23-ის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით, მართვადი რაკეტა X-59/69-ითა და 35 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

უწყების ცნობით, 27 დრონი  ჩამოაგდეს, 6 კი დაიკარგა. 

"არანაირი ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ არ ყოფილა", 2 დრონი კი გაფრინდა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონისა და ოკუპირებული დონეცკის რეგიონის მიმართულებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.

საჰაერო თავდაცვა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში მუშაობდა.