ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო მოწოდებები ღაზას სამხრეთ საზღვარზე, ეგვიპტესთან მდებარე ე.წ. ფილადელფიის კორიდორიდან ჯარების გაყვანაზე, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობად განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ბოროტების ღერძს სჭირდება “ფილადელფიის კორიდორი“, ამიტომაც ის უნდა ვაკონტროლოთ“,- განაცხადა ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
“ჰამასი“ უარყოფს ისრაელის ყოფნას აღნიშნულ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი არ დატოვებს კორიდორს.
ამასთან, ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა მძევლების ოჯახების წინაშე და განაცხადა, რომ ზეწოლა უნდა განხორციელდეს “ჰამასზე“ და არა ისრაელზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ჰამასმა“ გასულ კვირას ექვსი ისრაელელი მძევალი მოკლა, მათ შორის ამერიკის მოქალაქე.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ჯო ბაიდენი ან ვინმე სხვა, ვინც სერიოზულად ფიქრობს მშვიდობის მიღწევის საკითხზე, ითხოვს ისრაელისგან მეტ დათმობაზე წასვლას,
“ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ. “ჰამასი“ დათმობაზე უნდა წავიდეს“,- აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press