რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ყაზანში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TACC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, პუტინმა ხურელსუხს რუსეთისა და მონღოლეთის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა, განსაკუთრებით, ეკონომიკური კუთხით.
"მსურს, მიგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი ჩატარდება. ეს იქნება პირველი ასეთი დონის ღონისძიება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელოდებით“,- განაცხადა პუტინმა მონღოლ კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებისას, რომელიც ულანბატორში იმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press