Foto

წითლიძე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

წითლიძის თქმით,  შტაბში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მუქარითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მივარდნენ.

"ქართული ოცნების" დელეგატი დათო კოდუა მამამისს ოთარ კოდუას ავალებს, რომ "ერთიანობის" ოფისში შევარდეს ხელჯოხებით, დაემუქროს იქ მყოფ ახალგაზრდა გოგოებს, რომ მათ აკუწავს და ენებს ამოაცლის. 

მე მინდა მათ მივმართო: თქვენი ისტერია მხოლოდ იმას მოწმობს, რომ იცით, პირწმინდად გაქვთ წაგებული 26 ოქტომბერს დარჩელიც,
ზუგდიდიც და სრულიად საქართველოც. ვერცერთი ასეთი მუქარით თქვენ ვერ დააშინებთ ჩვენი შტაბის ვერცერთ წევრს, ვერც დარჩელს, ვერც ზუგდიდს და ვერც საქართველოს და 26 ოქტომბერს დარჩელიც, ზუგდიდიც და მთელი საქართველო დაასრულებს სიღარიბეს და იზოლაციას და აირჩევს
კეთილდღეობას",- წერს წითლიძე. 

როგორც წითლიძე წერს, ერთი- ერთი მათგანი იყო "ოცნების" აქტივისტი მამუკა ქორთუშვილი, ხოლო პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა, "ოცნების" დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელიც ოფისში მყოფ პირს დაემუქრა- "დათო კოდუას მამამ ჩემი შტაბის წევრს უთხრა -"დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო".