კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პატიმრების ციხიდან გაქცევის მცდელობისას დაიღუპა 129 ადამიანი, დაშავდა 59 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის განცხადებით, მსჯავრდებულებმა გაქცევა დედაქალაქ კინშასაში მდებარე ცენტრალური ციხიდან სცადეს.
"მაკალას ცენტრალური ციხიდან მასობრივი გაქცევის მცდელობას შედეგად მოჰყვა მსხვერპლი და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა მინისტრის, შაბანი ლუკოოს განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატიმროს ადმინისტრაციულ შენობაში, სურსათის საწყობებსა და საავადმყოფოში ცეცხლი გაჩნდა.
ვერცერთმა პატიმარმა გაქცევა ვერ შეძლო, ხოლო ვინც გაქცევა სცადა, მოკლულია.
ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press