ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად".
"არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს.
ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები.
თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის.
წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press