Foto

ზელენსკი - რუსული ძალების მიერ ქალაქ პოლტავის დაბომბვის შედეგად 41 ადამიანია დაღუპული

რუსეთის ძალებმა ბალისტიკური რაკეტით უკრაინის ქალაქი პოლტავა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, ამ დროის მონაცემებით დაღუპულია 41 ადამიანი, 180-ზე მეტი კი დაშავებული.

"ორი ბალისტიკური რაკეტით დარტყმა სასწავლო დაწესებულებისა და საავადმყოფოს შენობებზე განხორციელდა. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირგაბმულობის ინსტიტუტი, ნანგრევებში ხალხია მოყოლილი", - განაცხადა ზელენსკიმ.