Foto

მონღოლეთში აცხადებენ, რომ პუტინი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გამო არ დააკავეს

მონღოლეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების შესახებ იმის გამო არ შეასრულა, რომ ქვეყანა რუსეთზეა ენერგეტიკულად დამოკიდებული. ამის შესახებ მონღოლეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, "მონღოლეთი ყოველთვის იცავდა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას დიპლომატიურ ურთიერთობებში, რასაც ქვეყნის მაღალჩინოსნების მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებებიც ადასტურებს".

"მონღოლეთს ნავთობპროდუქტების 95% და ელექტროენერგიის 20%-ზე მეტი ჩვენი უშუალო მეზობლებიდან შემოაქვს (მეზობელი კი მხოლოდ ორია: რუსეთი და ჩინეთი). ეს მარაგი გადამწყვეტია ჩვენი და ჩვენი ხალხის არსებობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს მოუწოდა, რომ აღასრულოს საერთაშორისო სისხლის სამართალის სასამართლოს ნაკისრი ვალდებულები და დააპატიმროს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც მონღოლეთში ვიზიტით იმყოფება.