რუსეთის მხრიდან დარტყმები შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენთვის შესაძლებელი გახდება იარაღის განადგურება იქ, სადაც არიან განთავსებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკიმ აგრეთვე საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა, “ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს“.
"სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო. ამ დროისთვის დაშავებულია 271 ადამიანი. ვიცით, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია. ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ.
არსებული ინფორმაციით, რუსული დარტყმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს. სამართალდამცავი ორგანოები და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებენ.
რუსებმა ეს დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. იყო საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი. სხვა ყველაფერი, ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და დადასტურდეს გამოძიების დროს",- აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press