Foto

ნეთანიაჰუმ არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ შეაჩერებს ირანს - განცი

პარტია “ეროვნული ერთიანობის“ ლიდერი და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბენი განცი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს მძევლების გათავისუფლების პროცესის შეფერხებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა საკუთარ ინტერესებს აყენებს.

განცის თქმით, ომის კაბინეტში ყოფნისას, ნეთანიაჰუ მძევლების გათავისუფლების მცდელობებს მუდმივად აფერხებდა.

“პრემიერ-მინისტრმა არ უთხრა საზოგადოებას სიმართლე, რომ ის ვერ დააბრუნებს მძევლებს სახლში, ვერ დაიცავს სამხრეთს, ვერ დააბრუნებს ჩრდილოეთის მაცხოვრებლებს საკუთარ სახლებში და ვერ შეაჩერებს ირანს, რომ შექმნას ბირთვული იარაღი“,- აღნიშნა განცმა.

ამასთან, განცმა კიდეც ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების ჩატარება.