ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, თავდასხმა არის ტრაგიკული შეხსენება პუტინის უწყვეტ და აღმაშფოთებელ მცდელობებზე, დაარღვიოს თავისუფალი ხალხის ნება.
"აშშ გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რაც თავიანთი ქვეყნის დასაცავად სჭირდებათ. არ შეცდეთ, რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. უკრაინის ხალხი გაიმარჯვებს. ამ ტრაგიკულ დღეს და ყოველ დღე, აშშ მათ გვერდით დგას",- განაცხადა ბაიდენმა.
ცნობისთვის, პოლტოვაში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 51 ადამიანი, ხოლო 271 პირი კი დაშავდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press