რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად უკრაინის ქალაქ ლვოვში მთავარ ავტოსადგურთან ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 3 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი, ხოლო დაშავებულია 35 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
“ასევე, დაზიანებულია 50-ზე მეტი სახლი, სკოლის ორი შენობა და სამედიცინო დაწესებულება. ამასთან, რუსეთმა სარაკეტო იერიში დნეპროპეტროვსკის რეგიონში, ქალაქ კრივოი როგზე მიიტანა - დაშავებულია 5 ადამიანი. დაზიანებულია რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სასტუმრო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press