"ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პოლიციამ პარტიის პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე დააკავა.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობა" ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
"ირაკლი კობახიძის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებული ძალადობის შემდეგ დაკავებულია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრი - ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე. ასევე, პოლიციამ იძალადა ჩვენს რამდენიმე მხარდამჭერზე.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს ორივე დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!
ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნება“ ძალადობს საზოგადოებაზე, ხლეჩს მას, უპირისპირდება ადამიანებს და ამით იზოლაციასა და ჩიხში შეჰყავს მთელი ქვეყანა. ეს არის „ქართული ოცნების“ განწირული მცდელობა, ძალადობით შეინარჩუნოს ძალაუფლება და ქვეყანა დატოვოს იზოლაციასა და სიღატაკეში. 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და დაასრულებს ამ უკანონობასა და ძალადობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press