ოპოზიციას არ აქვს არჩევნების მოგების არავითარი იმედი და ორიენტირებულები არიან პროვოკაციული გეგმების შემუშავებაზე, ქვეყანაში ვითარების არევის უფლებას ვერავის მივცემთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროვოკაციულ "რისკებზე საუბრის საფუძველს იძლევა სხვადასხვა გარემოება, მათ შორის, წარსული გამოცდილება".
"რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე ცდილობდა და პრინციპში აღწევდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი.
გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მათი მოტივაცია, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია, გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს, ბუნებრივია.
რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ" ნებისმიერი პროვოკაცია შეიძლება ჩაიფიქროს. მუდმივ რეჟიმში მიდის მათ ოფისებში საუბარი ასეთ პროვოკაციებზე. შესაბამისად, რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამისთვის რესურსის გამოძებნა არ გაუჭირდებათ. ჩვენ, მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ რისკების პრევენციისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press