ბერლინმა უკრაინისთვის IRIS-T-ის ტიპის თავდაცვის საჰაერო სისტემის დამატებით 17 ერთეული შეუკვეთა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, IRIS-T-ის სისტემები უკრაინის თავდაცვის ძალებს 250-ზე მეტი რაკეტის და სხვადასხვა ტიპის დრონების მოგიერიებაში უკვე დაეხმარა და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
გერმანიამ უკრაინას 7 ერთეული IRIS-T-ის სისტემა უკვე მიაწოდა. მომდევნო 4 ერთეულს უკრაინა წლის ბოლომდე მიიღებს, დარჩენილი სისტემები კი მომდევნო წლის ბოლომდე გადაეცემა.
"ეს აჩვენებს, რომ უკრაინისადმი გერმანიის მხარდაჭერა არ იკლებს. გერმანია 6 ერთეულ IRIS-T-ის სისტემას საკუთარი თავდაცვის ძალებისთვისაც შეიძენს, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივაში, რომელიც 21 ქვეყანას აერთიანებ", - აცხადებს შოლცი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press