Foto

პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა - უკრაინის საგანგებო

პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 ადამიანი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური telegram-ზე წერს.

სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება .

"სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5-მდე ადამიანი იყოს", - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და თქვა, რომ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრი.