პოლტავას საგანმანათლებლო დაწესებულებაზე რუსეთის დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა, 297 ადამიანი დაშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური telegram-ზე წერს.
სამსახურის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება .
"სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება უსაფრთხოების კომპონენტის გათვალისწინებით. დიდი ალბათობით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა კიდევ 5-მდე ადამიანი იყოს", - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა თავდასხმა და თქვა, რომ იერიში მიიტანა უკრაინის შეიარაღებული ძალების 179-ე ერთობლივი სასწავლო ცენტრი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press