ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ოთხი ადამიანის მკვლელობისთვის დაკავებული ამავე სკოლის 14 წლის მოსწავლეა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს
მედიის ცნობით, ქალაქ უინდერის “აპალაჩის“ სკოლაში სროლის შედეგად მოკლულია 2 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. 9 ადამიანი კი დაჭრილია.
"ეჭვმიტანილი სროლის შემდეგ მალევე დააკავეს. ის 14 წლის კოლტ გრეია.
გამომძიებლების ინფორმაციით, გასულ წელს ის სამართალდამცველებმა ინტერნეტში სკოლაზე თავდასხმის მოწყობის მუქარებთან დაკავშირებით დაკითხეს.
ჯორჯიის შტატის სკოლაში სროლა გუშინ მოხდა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press