33 წლის უგანდელი სპორტსმენი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, 1 სექტემბერს, რებეკა ჩეპტეგის ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა, რის შედეგად სპორტსმენმა სხეულის 75%-იანი დამწვრობა მიიღო.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სპორტსმენსა და ყოფილ შეყვარებულს შორის დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ. მათივე ცნობით, ქვეყანაში ქალი სპორტსმენების მიმართ ძალადობის შემთხვევები მზარდია.
“კლინიკაში ასევე იმყოფება თავდამსხმელიც, რომელმაც სხეულის უმნიშვნელო დამწვობა მიიღო.
უგანდის სპორტული ფედერაციები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამენ ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
რებეკა ჩეპტეგი პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილებას, სადაც მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press