Foto

ლავროვი ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებაზე - ვალდებულებების ბალანსი დაცული უნდა იყოს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერება არ არის სიტუაციის გამწვავება, ეს არის "ვალდებულებების შესრულების ბალანსის დაცვა" -  ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის დაფინანსების შეჩერებას.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული და ამ დოკუმენტების მიხედვით, "მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ".

"მე ამას გამწვავებას არ ვუწოდებდი. თუ ვისაუბრებთ მიღწეული შეთანხმებების შესრულებზე, არსებობს შეთანხმებების პაკეტი, რომელსაც მხარი დაუჭირა პრეზიდენტმა, ასევე ორი ქვეყნის მთავრობებმა.

შეთანხმებები პარლამენტის მიერ არის რატიფიცირებული. ამ დოკუმენტების მიხედვით, მხარეებს გარკვეული ვალდებულებები ეკისრებათ. უბრალოდ საუბარი იმაზე, რომ ამ ვალდებულებათა ბალანსი დაცული უნდა იყოს და ჩვენს აფხაზ მეგობრებს ეს მშვენივრად ესმით", - განაცხადა ლავროვმა.