Foto

აშშ-მა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს უკრაინაზე კიბერთავდასხმების გამო ბრალი წაუყენა - როიტერი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დაზვერვის 5 თანამშრომელს და რუსეთის ერთ მოქალაქეს უკრაინისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ კიბერშეტევების შეთქმულების მომზადებისთვის ბრალი წაუყენა, შეთქმულების მიზანი უკრაინის შესუსტება იყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოქვეყნებულ ბრალდებაში იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს კიბერჯგუფი “მასშტაბურ კიბეროპერაციებს“ 2020 წლიდან ატარებდა - ჯერ კიდევ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე.

“თავდაპირველ საბრალდებო დასკვნაში, რომელიც მერილენდის საოლქო სასამართლოში ივნისის თვეში წარადგინეს, მხოლოდ ერთი ბრალდებული იყო დასახელებული. მას ბრალად ედებოდა შეთქმულების მომზადება რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან ერთად, რომელიც ცნობილია, როგორც რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველო (GRU), უკრაინისა და სხვა ქვეყნების კომპიუტერულ სისტემებზე კიბერშეტევების განსახორციელებლად.

მანამდე აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო სატელევიზიო ქსელს, Russia Today-ს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა, მათ შორის, ტელეარხის მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანსაც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.