Foto

ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს - ბლინკენი

ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში შეიქმნება საარჩევნო საბჭო, რომელიც მომავალ წელს ჰაიტიში არჩევნებს ჩაატარებს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჰაიტიში ვიზიტისას განაცხადა.

გარდამავალი საპრეზიდენტო საბჭოს კოორდინატორთან, ედგარდ ლებლანფილსთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა აღნიშნა, რომ მათ საარჩევნო საბჭოს საკითხი განიხილეს.

“პრეზიდენტმა მომაწოდა სიახლე იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესახებ, რომელიც გაკეთდა საარჩევნო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მალე მობილიზდება, რადგან ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი წინსვლისკენ, მომავალი წლის არჩევნების ორგანიზებაში. უსაფრთხოება არის ყველაფრის საფუძველი, რაც მომავალში უნდა მოხდეს, მათ შორის მომავალ წელს არჩევნების ჩატარება“,- განაცხადა ბლინკენმა.