26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია და დაყოფა,- ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკის შეერთებულ შტატებთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება.
"26 ოქტომბერს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ ხაზავ 41-ს, ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. მოდი, ახლა ვნახოთ, რას გთავაზობთ ჩვენ და რას გთავაზობთ "ქართული ოცნება". "ქართული ოცნება" გთავაზობთ და ღიად ამბობენ ამას, დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ყველა მათი ლიდერი გამოდის და იმუქრება ყოველი პრეზენტაციის დროს. ეს არის ის პრობლემა, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ქვეყანაში მოიტანა. ჩვენ რას გთავაზობთ? ჩევნ გთავაზობთ ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას. 26 ოქტომბერს ჩვენი, ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ გთავაზობთ, ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია, დაყოფა და დაპირისპირება. "ქართული ოცნება” გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას იმიტომ, რომ ისინი ამბობენ, გაუქმებენ თავისუფალ მედიას, გაუქმებენ სამოქალაქო სექტორს და გააუქმებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ამის ნათელი დასტურია სენატორი ჯინ შაჰინის განცხადება, რომელიც ნათლად ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" აირჩია დიქტატურის დამყარების გზა. ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს, სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა.
შემდეგი, "ქართული ოცნება" გთავაზობთ იზოლაციას, სქართევლოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო დაბლოკვას იმიტომ, რომ ეს პროცესი შეჩერებულია და მათი გამარჯვება ნიშნავს, რომ დასრულდება ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს, რომელიც არის ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში და გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას აშშ-ში. "ქართული ოცნება" გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას და ფაქტია, რომ ბევრი ინვესტიცია გაჩერდა საქართველოში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე ავამოქმედებთ 14-მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებასც მოვიზიდავთ, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას. "ქართული ოცნება" გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ის დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის, გეუბნებათ, რომ არის სრულებით ნორმალური და აბსოლუტურად კარგი, რომ 300, 400, 500-ლარიანი სამსახური სრულიად საკმარისია. ჩვენ კი გეუბნებით, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3 500 ლარი და სწორედ იმ 14-მილიარდით და სხვა ინვესტიციებით, რასაც მოვიზიდავთ წარმოების განვითარებით სოფლის მეურნეობაში, მილიარდიანი სუფსიდიით, რომელიც ევროპიდან წამოვა, ტექნოლოგიების განვითარებით 3 500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი იქნება 1 500 ლარი. აი, ეს არის ნაწილი იმის, თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველანი თქვენ 26 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ, კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკაზე იზოლაციაში იმიტომ, რომ ჩევნი არჩევანი არის განვითარება, ჩევნ გვინდა მეტი წინსვლა, ჩევნ გვინდა ევროპაში შესვლა, ჩვენ გვინდა უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, ჩვენ გვინდა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და მით უმეტეს, არ გვინდა დიქტატურა",- განაცხადა ვაშაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press