დიდი ბრიტანეთი უკრაინას 650 მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტას (LMM) მიაწვდის ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რაც 162 მილიონი ფუტის ღირებულებას შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, LMM-ის ტიპის რაკეტების პირველი პარტია მოსალოდნელია, რომ უკრაინაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავა.
"ეს დახმარება უკრაინისადმი ახალი მთავრობის ვალდებულების ნაწილია.
საჰაერო თავდაცვის დახმარების პაკეტს თავდაცვის მდივანი ჯონ ჰილი გამოაცხადებს "რამშტაინის" შეხვედრაზე.
თავდაცვის მინისტრი უკრაინას კიდევ ერთხელ აღუთქვამს გაერთიანებული სამეფოს ურყევ ერთგულებას და მოუწოდებს მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობის მიწოდება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press