დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადზე რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 40. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი სერხი ლისაკი ავრცელებს.
ლისაკის თქმით, დაშავებულთა შორის 11 და 4 წლის 2 ბიჭი და 9 წლის გოგო არიან, საავადმყოფოში გადაყვანილი 2 მოქალაქის მდგომარეობა კი, მძიმეა.
"რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებიდან 5 "ისკანდერ-მ"-ის ტიპის ან KN-23-ის ტიპის ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, რომლებითაც ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 10 საათზე დაარტყეს", - განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
როგორც ლისაკმა აღნიშნა, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს და 5 ადამიანი გადაარჩინეს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press