Foto

პისტორიუსი - გერმანია კვლავ წინააღმდეგია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს

გერმანია კვლავ წინააღმდეგია, რომ უკრაინამ დასავლური იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა.

ამის მიუხედავად, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას კვლავ გააგრძელებს.

"გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და იარაღით მომარაგებას იმდენხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება", - განაცხადა პისტორიუსმა.