ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინას კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა მოუწევს, - ამის შესახებ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.
როგორც სტეფანშინმა აღნიშნა, აუცილებელი იქნება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რადგან არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების საკითხი.
"საუბარი შეიძლება იმაზე, რომ ეს ცვლილებები კონსტიტუციაში ძალაში შევა უკრაინის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად. მაგრამ, ამისთვის მზადება ახლა უნდა დავიწყოთ, რათა ჩვენი მთელი სამართლებრივი სისტემა მზად იყოს ამისთვის", - განაცხადა სტეფანიშინამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press