ღაზის სექტორში ისრაელის შეიარაღებული ძალების ავიადარტყმებს, სულ მცირე, 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, 2 ქალი და 2 ბავშვი ნუსეირათის ბანაკთან დაიღუპა, 8 ადამიანი - ქალაქ ღაზაში, დანარჩენები კი - ანკლავის სხვადასხვა ლოკაციაზე განხორციელებულ დარტყმებს ემსხვერპლა.
“ამ დროისთვის სახმელეთო ძალებს “ჰამასის“ მებრძოლებთან შეტაკებები აქვთ ზეითუნის დასახლებასთან, სადაც, ადგილობრივების თქმით, უკვე ერთი კვირაა, ქუჩაში ტანკები გადაადგილდებიან, ისევე როგორც ხან იუნისსა და რაფაჰში. სადაც ისრაელის ძალებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი ააფეთქეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press