საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟისა და ოსტროგოჟსკის რაიონში აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს დრონი,- განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე გუსევმა.
მისივე თქმით, დრონის დაცემის შედეგად გაჩნდა ხანძარი, რომელიც ასაფეთქებელ ობიექტებზე გავრცელდა. შემდეგ დაიწყო აფეთქება.
როგორც გუსევმა Telegram-ის არხზე დაწერა, ამჟამად ერთი რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია მიმდინარეობს (არ აკონკრეტებს რომელი). მაცხოვრებლებისთვის დროებითი განსახლების ცენტრები მოეწყო. ვორონეჟის გუბერნატორის განცხადებით, მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან და ზარალის მასშტაბები შეფასდება მხოლოდ შედეგების აღმოფხვრის შემდეგ.
გუსევმა ასევე აღნიშნა, რომ გადაწყდა ერთი სოფლის მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია მეზობელ სოფელში. “ევაკუაცია განხორციელდება რამდენიმე დასახლებაში. ხანძრის დაწყებასთან და პროცედურასთან დაკავშირებით, ხანძრის მახლობლად მდებარე სოფლის მცხოვრებლებს ოპერატიული სამსახურების წევრები აცნობებენ“, - წერს გუბერნატორი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press