პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ.
პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.
პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
პარალიმპიადაზე კი ქართველი პარალიმპიელების ანგარიშზე, 5 სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე 7 მედალია - 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს.
პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი ასპარეზობს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press