უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.
უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ “შაჰიდის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.
58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.
რუსეთის ძალებმა დრონები უკრაინის სხვადასხვა ოლქის, მათ შორის კიევის მიმართულებით გაუშვეს.
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში დრონების ფრაგმენტები საცხოვრებელი სახლისა და საბავშვო ბაღის ეზოში ჩამოვარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე, უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტები უმაღლესი რადას შენობასთან ჩამოვარდა, პარლამენტში აღნიშნავენ, რომ მომხდარის შედეგად დაზიანებები არ ფიქსირდება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press