უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თეირანს, თავი შეიკავოს მოსკოვისთვის ნებისმიერი სახის იარაღის მიწოდებისგან.
“უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად შეშფოთებულია საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის ბალისტიკური რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავოს რუსეთისთვის, რომელიც გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად აგრესორი სახელმწიფოა, ნებისმიერი სახის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან. აღნიშნული ცნობების დადასტურებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება უკრაინა-ირანის ორმხრივი ურთიერთობებისთვის“,-აღნიშნულია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press