Foto

კირ სტარმერი ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს 13 სექტემბერს შეხვდება. ამის შესახებ ინფომაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბაიდენი სტარმერს თეთრ სახლში უმასპინძლებს.

“ლიდერები განიხილავენ გლობალურ საკითხთა ფართო სპექტრს, რაც ორმხრივ ინტერესს წარმოადგენს. მათ შორის უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვაში, ღაზაში ომის დასასრულებლად მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა“,- ნათქვამია განცხადებაში.