Foto

Telegram-ი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს - ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ Telegram-ი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ამის შესახებ ბუდანოვმა “რადიო ქარტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

Telegram-ი  მავნებელია, მე არასდროს მეშინოდა ამის თქმის. ეს არის საფრთხე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამას აბსოლუტურად პირდაპირ ვამბობ და ეს დოკუმენტურადაც გაგვიკეთებია.

ჩვენი კვლევების თანახმად, Telegram-ი  არის საზოგადოებაში ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო. მან აბსოლუტურად ყველაფერს გადაუსწრო. მე არ ვემხრობი, რომ უბრალოდ ავდგეთ და დავხუროთ ის. ეს საკმაოდ რთული გასაკეთებელია, თუმცა შესაძლებელი. მე ვემხრობი იმას, რომ მოხდეს „Telegram-ის ყველა არხის “გაფიზიკურება“.

თუ გინდა რამე ამბების გავრცელება - კეთილი, დარეგისტრირდი, რათა ყველამ იცოდეს, რომ ეს არხი არის რუსეთის მოქალაქის ან უკრაინის მოქალაქის. და მაშინ მას დაეკისრება პასუხისმგებლობა“,-  განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, Telegram-ის დაბლოკვა, როგორც ეს მოხდა პლატფორმების “ოდნოკლასნიკის“ და “ვკონტაქტეს“ შემთხვევაში, ტექნიკურად უფრო რთული, თუმცა შესაძლებელია. ამასთან, მან სოციალურ ქსელ X-ს უვნებელი უწოდა.