Foto

ისრაელის თავდაცვის ძალები - გასულ ღამეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

გასულ ღამეს ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 50-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ლიბანიდან გაშვებული ყველა რაკეტა გაანადგურეს, თუმცა რამდენიმე ისრაელის სასაზღვრო ქალაქ კირიათ შმონაში ჩამოვარდა.

"ერთ-ერთი რაკეტა შენობას მოხვდა, მეორე კი - მაგისტრალს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია", - აცხადებენ ქალაქის ხელისუფლებაში.