Foto

რუსების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონებმა ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს

რუსების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა დრონებმა ლატვიისა და რუმინეთის საჰაერო სივრცეები დაარღვიეს, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ანალოგიურ განცხადებას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს.

როგორც რინკევიჩი აღნიშავს, რუსული სამხედრო დრონი ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილში გასულ ღამეს ჩამოვარდა

"ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ჩვენს მოკავშირეებთან ახლო კონტაქტზე ვართ. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგში ამგვარი შემთხვევების რიცხვი იზრდება და, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ერთობლივი რეაგირება უნდა გვქონდეს", - წერს ლატვიის პრეზიდენტი.