"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრ ბესო ქართველიშვილს ამბროლაურში, ვანდალური თავდასხმის შედეგად მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, მმართველი პარტია არ არის დაინტერესებული მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნით და ამის გამო ვანდალურ ფაქტებს ახალისებს.
"დღეს, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრს ამბროლაურში, ბესო ქართველიშვილს ვანდალური თავდასხმის მოგერიება მოუწია. მანქანა დახვდა დაზიანებულ მდგომარეობაში, რადგან ეს ადამიანი ამ მანქანის მეშვეობით გადაადგილდება ჩვენს სხვადასხვა წევრთან ერთად და ხვდება რაჭის სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში ადგილობრივ მოსახლეობას და აცნობს გეგმებს და ჩვენს დღის წესრიგს.
ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის სახე, არ არიან დაინტერესებულები მშვიდობიანი, სამართლიანი, თანასწორი საარჩევნო გარემოთი და ასეთ ვანდალურ ქმედებებს ახალისებენ. ახლა მოვედით პოლიციაში, თითქოს და დაიწყეს გამოძიება, ცნეს დაზარალებულად ბატონი ბესო, თუმცა დასჯიან თუ არა დამნაშავეს ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არცერთი დამნაშავე ზონდერი არ ისჯება, თუმცა 26 ოქტომბერს ერთიანობით გავიმარჯვებთ და დავასრულებთ მათ პარპაშს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press