"მეგობარი აქტი", რომელსაც სენატში უახლოეს დღეებში განიხილავენ, გვპირდება 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, თანაც ეს აქტი არის ორპარტიული შეთანხმება "დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" შორის”,- ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას თქმით, "დაფიქრების საგანია ის, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ-ია, ძალიან ხშირად ნახულობს დროს, იმსჯელოს ისეთ პატარა ქვეყანაზე, როგორიც საქართველოა".
"უახლოეს დღეებში სენატში არის დაგეგმილი განხილვა, სადაც "რესპუბლიკელები" და "დემოკრატები" ერთობლივად იმსჯელებენ საქართველოში არსებულ დემოკრატიის კრიზისზე და სწორედ "მეგობარი აქტი", რომელიც გვპირდება ამ 14-მილიარდიან დახმარებაში დიდ წილს და გვპირდება უვიზო მიმოსვლას აშშ-სთან, არის ორპარტიული შეთანხმება: ორივე პარტიის წარმომადგენლები თანხმდებიან იმაზე, რომ თუ საქართველოში საქართველოს მოქალაქეების არჩევანი გაიმარჯვებს, მათ ექნებათ ეს 14-მილიარდიანი დახმარება, მაგრამ თუ საქართველოს მოქალაქეების ნებას ეს ხელისუფლება არ აღიარებს, მაშინ, რა თქმა უნდა, სანქციები იქნება ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ეს აქამდე იყო",- ამბობს კორძაია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press