"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, "თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, "გარესამთავრობო" ორგანიზაცია უნდა ერქვას".
"როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!
კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად: NED - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; GIZ - აფინანსებს გერმანიის მთავრობა; USAID - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; UNDP - აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; EED - აფინანსებს ევროკავშირი; NDI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი; IRI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი…
ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press