Foto

ბოკუჩავა - არჩევნებში გამარჯვებისთანავე ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გავხსნით

26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა, რაც ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ხელფასებს, განათლებას, დაცულობას და კეთილდღეობას.

"ჩვენ გპირდებით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რათა უმოკლეს ვადებში საქართველო გახდეს ევროკავშირის ამაყი წევრი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და ევროპული პასპორტი ეჭიროს ხელში. ევროპული პასპორტი ნიშნავს ევროპულ პენსიებს, ევროპულ ხელფასებს, ევროპულ განათლებას. ევროპული პასპორტი ნიშნავს დაცულობას და კეთილდღეობას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.