Foto

ლავროვი - დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს

დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან პატიოსნად მოლაპარაკებას არ აპირებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივა ყველას მობეზრებული აქვს და რუსეთი "ზელენსკის ფორმულას" სერიოზულად  არასოდეს უყურებდა.

"უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის ინიციატივა, დიდი ხანია, ცნობილია და ყველას მობეზრებული აქვს, ეს სუფთა წყლის ულტიმატუმია. დასავლეთის მიერ ამ ულტიმატუმზე ჩაბღაუჭება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: დასავლეთს არ სურს პატიოსნად მოლაპარაკება და სურს, გააგრძელოს ყველაფრის კეთება, რათა რუსეთი, როგორც თავად აქვთ იმედი, მიუახლოვდეს იმ ვითარებას, როდესაც შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ მათ რუსეთს ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხი მიაყენეს", - განაცხადა ლავროვმა.