საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს, - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში.
"გასული თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილებები და ვამაყობ კომისიის წარმატებებით გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან ეს მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ მივიღეთ ოთხი ახალი განაცხადი ორგანიზაციის წევრობისთვის. ეს ქვეყნებია უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და კოსოვო.
კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, დაადასტუროს ევროკავშირის გაწევრიანებისადმი ერთგულება და ევროკავშირის გზაზე წინ წაიწიოს.
კანდიდატებმა და პოტენციურმა კანდიდატებმა უნდა აჩვენონ სრული ერთგულება რეფორმების განხორციელების მიმართ. პარალელურად, ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ გაფართოების პოლიტიკა დარჩეს სანდო, პროგნოზირებადი, დინამიკური. ევროკავშირი მზადაა გაფართოებისთვის და მზად არის, მიესალმოს ახალ წევრ ქვეყნებს უახლოეს წლებში", - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press