Foto

ევროკავშირმა და სომხეთმა ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისია განცხადებას აქვეყნებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოლაპარაკებები არის ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ფართო ჩარჩოს ნაწილი, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი, 2017 წელს, ევროკავშირ-სომხეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმების (CEPA) ხელმოწერის შემდეგ განიცადა.

"ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ იმუშავებენ, რათა უზრუნველყონ დიალოგის ეფექტურად წარმართვა. პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და ის გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და არ მოხდება ავტომატური გადასვლა უვიზო მიმოსვლაზე. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს. პროცესი საჭიროებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პროგრესისა და მოვლენების მკაცრი მონიტორინგისთვის",- აღნიშნულია ევროკომისიის ოფიციალურ განცხადებაში