Foto

შმიგალი - უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს

უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

როგორც შმიგალმა აღნიშნა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი.

"ჩვენი მიზანი ამბიციურია - გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის ბოლომდე, მაგრამ ზოგადად, სტრატეგიულად, გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი", - განაცხადა დენის შმიგალმა.