ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა და ჩემი ეშინოდათ,- ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიიდან" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატმა და ექსპრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
როგორც ტრამპმა "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატსა და მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან გამართული სატელევიზიო დებატების დროს აღნიშნა, ორბანი "ჭკვიანი კაცია".
"ვიქტორ ორბანი არის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ადამიანი, რომელსაც ძლიერ კაცს ეძახიან, ის ჭკვიანია. საუბარი მაქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრზე. მან იკითხა, რატომ ფეთქდება მთელი სამყარო? ოთხი წლის წინ ასე არ იყო. მან თქვა, რომ საჭიროა, ტრამპი დაბრუნდეს პრეზიდენტად. ტრამპის ეშინოდათ. ჩინეთს ეშინოდა ტრამპის. მე არ მიყვარს სიტყვა შიშის გამოყენება, მაგრამ მე ორბანს ვციტირებ. ის ამბობს, რომ ჩინეთს ჩემი ეშინოდა, ჩრდილოეთ კორეას ეშინოდა ჩემი... ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ მე მსოფლიოში პატივს მცემდნენ და ჩემი პრეზიდენტობის დროს მსოფლიოში პრობლემები არ ყოფილა",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press