რულმასშტაბიანი შემოჭრის პერიოდში რუსებმა 137 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს, სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, სიტყვა სამართლიანობა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე განსხვავებულად ჟღერს, მაგრამ ყველგან ერთნაირად უნდა იყოს აღქმული.
“სამართლიანობა აერთიანებს ადამიანებს, რადგან სამართლიანობის სურვილი არის ჩვენი ადამიანური კულტურის საფუძველი. დღეს არსებობს, სულ ცოტა, 137 000 მიზეზი, რომ ეს საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ. 137 000 - ეს არის ამ დროისთვის ცნობილი რიცხვი მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ და ეს ნიშნავს, რომ სასჯელიც არ უნდა იყოს ნაკლები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press