Foto

ზელენსკი - ბრაზილიისა და ჩინეთის „სამშვიდობო ინიციატივები“ პრორუსულია

ბრაზილიისა და ჩინეთის მთავრობების მიერ წარმოდგენილი "სამშვიდობო ინიციატივები" უფრო მეტად რუსეთის ინტერესებს პასუხობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენესკიმ აღნიშნა, ბრაზილიისა და ჩინეთის "სამშვიდობო ინიციატივები" კიევისთვის მიუღებელია.

"სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ ბრაზილიურ-ჩინური ინიციატივები უფრო მეტად პრორუსულია", - განაცხადა ზელენსკიმ.